გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით იკითხება. შსს-ს ცნობით, გრიგოლ ვაშაძე, სამართალდამცველების შეკითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხებს.
შსს-ში განმარტავენ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისათვის აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება, მოწმეებისა და თვითმხილველების გამოკითხვა.