მოსახდენი მოხდა. მე კიდევ გამიკვირდა, რომ ამდენ ხანს გაუძლო ამ ოპოზიციამ, მათგან პრინციპულობა უფრო გამიკვირდებოდა,- ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითიც ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის პარლამენტში შესვლა შეაფასა.
მისი განმარტებით, არსებობს სულ მცირე ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მიღწევაც შესაძლებელი იყო, თუმცა არ გაკეთდა, რაც დიდი ალბათობით, ოპოზიციის ბრალია. გუბაზ სანიკიძემ, ერთ-ერთ ასეთ საკითხად ცესკო-ს დაკომპლექტების თემა დაასახელა.
ამასთანავე, განაცხადა, რომ ხელისუფლება იყო „კედელთან მიყენებული და ოპოზიციამ თავისი უთავბოლობით, თავმოუბმელობით, გეგმის არასებობით, სტრატეგიისა და ტაქტიკის არქონით, წერილობითი დოკუმენტიც ვერ შექმნა, რითაც საერთო პოზიციას დააფიქსირებდა“.