ბრენდის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, Gucci-მ ლონდონში ახალი კონცეპტუალური სივრცე გახსნა. Gucci Circolo – ასე ჰქვია მულტიფუნქციურ დაწესებულებას, სადაც როგორც წიგნის მაღაზია,კაფე და ასევე ტანსაცმლის მაღაზიაა. ეს არის სივრცე სადაც სტუმარს სოპინგთან ერთად განტვირთვის საშუალებაც ექნება.
ევროვიზიის გამარჯვებული როკ-ჯგუფი MÅNESKIN გუჩის საიუბილეო კამპანიაში მონაწილეობს. Aria გუჩის 100 წლის საიუბილეო კოლექციაა, რომლის პრეზენტაცია 2021 წლის 15 აპრილს შედგა. ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, ალესანდრო მიკელემ მნიშვნელოვან შოუში მოდის სახლის საუკუნოვანი ისტორია წარმოაჩინა.