6 მარტს, გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მთის კურორტების განვითარტების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობები დატოვეს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, აღნიშნულმა პირებმა ეკონომიკის მინისტრს უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე თავადვე მიმართეს.