გუდაურში სასტუმრო "მარკო პოლოს" ორგანიზებითა და "მთის კურორტების განვითარების" კომპანიის მხარდაჭერით, ლიტერატურული ფესტივალი მეოთხედ გაიმართა.
ღონისძიების მთავარი მიზანი გახლდათ შიდა ტურიზმის სტიმულირება და რეგიონის პოლულარიზაცია.
ლიტფესტი დილიდან წიგნების ბაზრობის გახსნით დაიწყო. რამდენიმე გამომცემლობამ საბავშვო, მხატვრული და სასკოლო ლიტერატურა წარმოადგინა, რომლის შეძენაც სტუმრებს ხელმისაწვდომ ფასად შეეძლოთ, ხოლო ვიქტორინაში გამარჯვებულმა მონაწილეებმა გამომცემლობების მიერ დაწესებული საჩუქრები მიიღეს.
მთელი დღის მანძილზე, სტუმრებს საინტერესო სპიკერების ლევან ბერძენიშვილის, ანა კოძაია სამადაშვილის და სოსო გალუმაშვილის ლექციების მოსმენა შეეძლოთ. სასტუმროს ტერიტორიაზე სათამაშო და საბავშვო კუთხეები მოეწყო, სადაც რეგიონებიდან ჩამოსულმა ბავშვებმა ფიროსმანის ნახატების გაცოცხლება შეძლეს. სუფთა ჰაერზე განტვირთვის, გართობისა და დასვენების პარალელურად, სტუმრების განწყობაზე DJ Hatsvali-მა იზრუნა.
აღსანიშნავია რომ, მათ, ვისაც ლიტერატურა, მუსიკა და მთა უყვართ, ღონისძიებაზე დასწრება მომავალ წელსაც შეეძლებათ.