"ცენტრ პოინტის" საქმეში ბრალდებული გურამ რჩეულიშვილი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რათა პროცესები 10 დღეში ერთხელ გაიმართოს. სანაცვლოდ გურამ რჩეულიშვილმა აღნიშნა, რომ დაცვის მხარე მზადაა "ცენტრ პოინტის" საქმეზე სასამართლო სხდომების განხილვის პროცესში დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვა სექტემბრის ბოლოსთვის დაასრულოს.პროკურატურამ დაცვის მხარის შუამდგომლობაზე პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დრო ითხოვა და აღნიშნა, რომ საკუთარ პოზიციას შემდეგ პროცესზე წარადგენს. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, "ცენტრ პოინტის" საქმეზე, რომელიც "მაგნოლიის" ეპიზოდს ეხება, დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.