პარტია "გამარჯვებული საქართველოს" წევრ გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრებმა გადაწყვიტეს სასამართლოს გირაოს სახით, შევთავაზოთ საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, 500 000 ლარის ოდენობით, რათა იგი გაათავისუფლონ სასამართლო დარბაზიდან. მისივე თქმით, გირაოს სახით ისინი სასამართლოს უძრავ ქონებას შესთავაზებენ, თუმცა მან ასევე აღნიშნა რომ ივანიშვილს ოქრუაშვილი სჭირდება ციხეში და არც ამ თანხის სანაცვლოდ გაათავისუფლებს.
ჩალაგაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პროკურატურის წარმომადგენლებმა ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მისაცემად მატროსოვის ციხეში მყოფ გურამ დონაძესაც დაუკავშირდნენ და ჩვენების სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზეს.