ახალ სახელოვნებო სივრცეში „ბარნოვის ხელოვნების სახლში“ თიბისის მხარდაჭერით გურამ წიბახაშვილის გამოფენა - "ზამთარი გადატანილია" და ფოტოგრაფის ამავე სახელწოდების წიგნის პრეზენტაციით გაიხსნა, წიგნი გურამ წიბახაშვილის 250 მდე ფოტოს, მის ისტორიებს და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს. წიგნი და გამოფენა 1987-1995 წლების საქართველოს ისტორიის ერთდროულად ვიზუალური და ტექსტუალური ფორმატებით გაცოცხლების, გააზრებისა და შეჯამების საშუალებას იძლევა.