გურიაში, 20 წლის ახალგაზრდამ 42 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-მ გურიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.