ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერი ათასწლეულების განვითარების ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას იწყებს. შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს, ათასწლეულების განვითარების ფონდსა და სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის უკვე გაფორმდა. ჯივიპი სანდიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებს დასაქმებაში დაეხმარება და მათთვის სტიპენდიებსაც გამოყოფს. სანდიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში ათასწლეულების განვითარების ფონდის დახმარებით შემოვიდა. როგორც ათასწლეულების განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე აღნიშნავს, უნივერსიტეტი ბაზარს საინჟინრო სფეროში მაღალკვალიფიციურ კადრებს სთავაზობს