კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა.რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს, კომპანია დღეს განახორციელებს, რის გამოც დღეს, 4 ოქტომბერს, 23:00 საათიდან 5 ოქტომბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: საბურთალოს რაიონში:სოფელ დიღომში: ვაჟა-ფშაველას, ანდრონიკაშვილის, 13 ასურელის, ბარათაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.