"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ისანში, ციხისძირის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშოებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების და წყალარინების ქსელი სრულად განახლდება. აღსანიშნავია, რომ ციხისძირის ქუჩაზე, ძველი ქსელები სხვადასხვა მონაკვეთზე იცვლება. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სარეაბილიტაციო პროექტში, 400 ათას ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.