გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებზე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფასებს. როგორც ციხელაშვილი ამბობს, გზავნილი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა, შეიცავს პირდაპირ მოწოდებებს, რომ რუსეთმა ქართულ სოფლებში ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი შეაჩეროს. ციხელაშვილიხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისულების მხრიდან ხელთარსებული ყველა მექანიზმი ამოქმედებულია და ამ მექანიზმებს შორის, საერთაშორისო ასპარეზზე დიპლომატიური ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფო მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ დიპლომატიური ძალისხმევის არმოდუნება და ძალიან აქტიური ნაბიჯების გადადგმა გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია, რათა არა მხოლოდ გუგუტიანთკარის ეპიზოდი, არამედ ზოგადად ოკუპაციის პროცესი შეჩერდეს.