ჰაერდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საწარმოების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამინისტროს ინიციატივით, სუბიექტები ვალდებულნი არიან, ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდნენ და უწყვეტი თვითმონიტორინგი აწარმოონ. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
უწყება საწარმოების მონიტორინგს აგრძელებს, რათა, ერთი მხრივ, გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი და, მეორე მხრივ, ახალი გარემოსდაცვითი სტანდარტების აღსრულების ხელშეწყობა მოხდეს.