00:04
29 ივლისი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ჰაკერებს Peloton-ის ველოტრენაჟორზე მომხმარებლის თვალთვალი შეუძლიათ
18-06-2021

საშინაო ფიტნესის კომპანია Peloton-ის სავარჯიშო ველოსიპედის Bike+ სენსორული ეკრანის გაკონტროლება ჰაკერებს პოტენციურად შეუძლიათ. ამის შესახებ Peloton-ის მომხმარებლებს კიბერუსაფრთხოების კომპანია McAfee აფრთხილებს, რომლის ანგარიშსაც CNN-ი ავრცელებს.

McAfee-მ სატრენაჟორო ველოსიპედების პროგრამულ უზრუნველყოფაში აღმოაჩინა ე.წ. დაუცველი ლაქები, რომლის საშუალებით ჰაკერებს ეკრანის მართვა, ხოლო მიკროფონისა და კამერის დახმარებით მოვარჯიშე პირის თვალთვალი შეუძლიათ.

ჰაკერული საფრთხე Bike+ ველოსიპედებს ემუქრება, რომელთა ფასიც 2 ათას 495 დოლარია. ამ მოდელებს უფრო საზოგადოებრივ ადგილებში, სპორტულ დარბაზებსა და ჰოტელებში იყენებენ, სადაც ჰაკერს ტრენაჟორის ეკრანთან ფიზიკური წვდომა ანუ USB მოწყობილობით დამაზიანებელი კოდის შეყვანა არ გაუჭირდება. ამის შემდეგ ჰაკერი ველოტრენაჟორის ეკრანის მართვასა და მის ოპერაციულ სისტემაში შეღწევას დისტანციურად შეძლებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები