მიუხედავად საშიში გარეგნობისა, პატრონები, მარლონ და ლიზა გრანინები აღნიშნავენ, რომ ჰალკი უსაყვარლესი ძაღლი და მათი 3 წლის ვაჟი - ჯონათანი საუკეთესო მეგობარი არიან.არსებობენ შინაური ცხოველები, რომლებიც სრულიად ამართლებენ თავიანთ სახელს - უზარმაზარი პიტბული, სახელად ჰალკი, ერთ-ერთი მათგანია. 6 წლის ძაღლი 81 კგ-ს იწონის და დღევანდელი მონაცემებით, ამ ჯიშის ყველაზე დიდი წარმომადგენელია.ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ ჰალკი საოცრად ჭკვიანი, თბილი და მოსიყვარულე ძაღლია, მაგრამ გარეგნობიდან გამომდინარე, უმეტესობა ჩვენგანს, მისი ახლოს გაცნობის სურვილი არ გაუჩნდება.ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პიტბულია მსოფლიოში. მისი დიდებული შესახედაობა სახელს ამართლებს. სხვა ძაღლებთან შედარებით, ის ნამდვილი გოლიათია.მიუხედავად საშიში შესახედაობისა, ჰალკი საოცრად კეთილი და თბილი ბინადარია. შინაური ცხოველის პატრონი ძაღლების წვრთნითა და გამრავლებითაა დაკავებული.პიტბულს შვილები და შვილიშვილები ჰყავს, მაგრამ ჰალკივით უზარმაზარი ვერც ერთი მათგანი გაიზარდა. თუმცა, ამ ჯიშის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით, ჰალკის შთამომავლები დიდი ზომისანი არიან.