ორი წლის წინ, შემოდგომაზე, ჰოლივუდი დაუგეგმავმა ონლაინ კამპანიამ, #MeToo მოიცვა. წარმატებული მსახიობი ქალები ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერის გარყვნილ ქმედებებზე ალაპარაკდნენ. 100-ზე მეტმა ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში, ძალადობასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა.მას შემდეგ, უამრავმა ქალმა და კაცმა სექსუალურ ძალადობაზე აიმაღლა ხმა.Untouchable (ხელშეუხებელი) — ასე ჰქვია Hulu-ს მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ჰარვი ვაინშტაინის საქმეს ეხება. მასში ქალები იმ ძალადობაზე ყვებიან, რომელიც ჰოლივუდის ლამაზი ფასადის მიღმა წლების განმავლობაში იმალებოდა.