ჰავაის კუნძულებზე ჩამოვარდნილი სანაპირო დაცვის ვერტმფრენის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება. აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენლების ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა და სავარაუდოდ ხუთივე მათგანი დაიღუპა. სამაშველეო ოპერაციაში ჩართულია საზღვაო და ავიაციის ჯგუფები.