საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ინფორმაციით, ჰერბერტ ზალბერი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ჰერბერტ ზალბერი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს 2014 წლის ივლისიდან იკავებს. შესაბამისად, ის ჟენევის დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში მონაწილეობს.
მიმდინარე წლის მაისშიზალბერმა რამდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა. მან ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.