საქართველოში ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების იმპორტი მკვეთრად გაიზარდა. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების განმარტებითი ბარათის თანახმად, ივნისს- სექტემბრის მონაცემებით, იმპორტის მთლიან მოცულობაში 29%-დან 76%-მდე გაიზარდა 9 წლამდე ავტომობილების წილი, რაც განპირობებულია შედარებით ახალი ავტომობილების დაბეგვრის დაბალი სააქციზო განაკვეთით. ამავე მიზეზით 7%-დან 42%-მდე გაიზარდა ჰიბრიდული და ელექტრო ძრავიანი ავტომობილების წილიც. ჰიბრიდული ავტომობილები 60%-ით დაბალი განაკვეთით იბეგრება, ხოლო ელექტრო ძრავიანი ავტომობილები სრულად თავისუფლდებიან გადასახადისგან.ახალი კანონის მიხედვით, 2017 წლის 1 იანვრამდე გამოგზავნილი ავტომობილებისთვის, რომლებიც ქვეყანაში 31 მარტის ჩათვლით შემოვიდა, აქციზის გადასახადის განაკვეთი უცვლელი დარჩა.აღსანიშნავია, რომ აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი 2017 წლის ბიუჯეტში 192 მილიონით მცირდება, რისი მიზეზიც თამბაქოს იმპორტის შემცირება და ავტომობილებზე აქციზის გადასახადის შეცვლილი განაკვეთებია.