ჰიროსკუტერი ჯანმრთელობისთვის მავნებელია. მოწყობილობა საკმაოდ მძიმეა. ექიმების თქმით, 15-20 კგ მასის ჰიროსკუტერის ხელით გადატანისას, ადამიანი ტვირთავს ხერხემალს. ამიტომ გარდა თიაქარის განვითარებისა, იზრდება ხერხემლის გამრუდების რისკიც.ჰიროსკუტერზე სხეულის დგომა არაფიზიოლოგიურია. გადაადგილებისას, პლატფორმაზე წონასწორობის შესანარჩუნებლად, ზიანდება ტერფებიც. შედეგად შეიძლება მივიღოთ ბრტყელტერფიანობა და თითების გამრუდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ეფექტი ახასიათებს არასწორად შერჩეულ ფეხსაცმელსაც.