რეჟისორმა ტაიკა ვაიტიტიმ გამოაქვეყნა ახალი ფილმის „ბოცვერი ჯოჯოს“ ტრეილერი. ეს არის ისტორია 10 წლის გერმანელ ბიჭზე, რომელიც უმამოდ იზრდება. თანატოლები მას დასცინიან და მშიშარა ბოცვერს ეძახიან. პრობლემების დასაძლევად ჯოჯო გამოიგონებს მეგობარს - ადოლფ ჰიტლერს, რომელიც ნამდვილ ფიურერს საერთოდ არ ჰგავს. მოგვიანებით ჯოჯო გაიგებს, რომ დედამისი სახლში ებრაელ გოგოს მალავს.ჰიტლერის როლი რეჟისორმა შეასრულა, ფილმში ასევე მონაწილეობენ სემ როკუელი, სკარლეტ იოჰანსონი, რებელ უილსონი და ალფი ალენი.ფილმის მსოფლიო პრემიერა 18 ოქტომბერს გაიმართება.