ჰოლანდიელი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი ლარენის მუზეუმიდან მოიპარეს.
ქურდები მუზეუმში დაახლოებით შუაღამის სამ საათზე შეიპარნენ და 1884 წელს შესრულებული ნამუშევარი Spring Garden (გაზაფხულის ბაღი) მოიპარეს.
კორონავირუსის პანდემიის გამო ჰოლანდიაში მუზეუმები დაკეტილია, სავარაუდოდ, სწორედ ამით ისარგებლეს ქურდებმაც.