ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ „ოქროს გლობუსის ნომინანტები“ დაასახელა
ოქროს გლობუსი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოებაა, რომელიც როგორც კინოს, ისე ტელევიზიის სფეროში წლის საუკეთესო ნამუშევრებს აჯილდოებს.
ცერემონია პირველად 1944 წელს გაიმართა 20th Century Fox-ის სტუდიაში. დაჯილდოების გამართვის ადგილი შემდგომში რამოდენიმეჯერ შეიცვალა.
1950 წელს, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სპეციალური საპატიო პრიზი, რომლითაც ცნობილი მოღვაწეები ჯილდოვდებოდნენ კინო-ინდუსტრიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. პირველად, ის სესილ დემილს 1952 წელს გადაეცა რის შემდეგაც ეს პრიზი მის სახელს ატარებს.
რიგით 79-ე დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში 2022 წლის 9 იანვარსს გაიმართება.