ოდისეა ძველი ბერძენი პოეტის, ჰომეროსის 24 სიმღერისგან შემდგარი ეპიკური პოემაა, რომელიც ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთი უძველეს ნიმუშს წარმოადგენს. ის ნაწილობრივ არის ავტორის სხვა ნაწარმოების "ილიადას" გაგრძელება, თუმცა მისგან განსხვავებით უხვად შეიცავს ზღაპრის ელემენტებს. „ოდისეა“უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად ითვლება, რომელმაც განსაზღვრა მსოფლიო ლიტერატურის ისტორია.წიგნის მოვლენები ანტიკური ხანის საბერძნეთში ვითარდება. მას შემდეგ რაც დასრულდა ილიონის ომი, "ტროას წმინდა ციხესიმაგრე დაიქცა" და მოკლეს წინამძღოლი აგამემნონი, ბერძნები იძულებულნი ხდებიან დაბრუნდნენ უკან. ნაწილი ზღვაში იღუპება დაბრუნების დროს, ბევრი მათგანი კი მიაღწევს სამშობლომდე და ახლობელთა შორის ნეტარებას ეძლევა. ერთადერთი ოდისევსია, რომელიც ჯერ კიდევ დახეტიალობს უკიდეგანო ზღვის ზურგზე, მშობლიური ითაკიდან უსასრულოდ მოშორებული მის უკუქცევას და ხიფათით სავსე თავგადასავალს ეძღვნება "ოდისეა".