ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღო. აქციას მონიტორინგს უწევდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან სპეციალური სამარშუტო ტაქსებით მიიყვანეს, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. პერიმეტრი სპეციალური კორდონით იყო გარსემორტყმული.