ჰონგ-კონგის ლიდერი კერი ლამი მომავალ კვირას ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებასთან დიალოგს დაიწყებს. როგორც კერი ლამი აცხადებს, დიალოგი იქნება რაც შეიძლება ღია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების წევრები.
"მინდა აღვნიშნო, რომ დიალოგის პლატფრომა არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ აღარ მივიღებთ მკაცრ სააღმსრულებლო ზომებს. ძალადობის ჩახშობა ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტი იქნება", - განაცხადა ჰონგ-კონგის ლიდერმა.
შეგახსენებთ, ჰონგ-კონგი, რომელიც ბრიტანეთის ყოფილი კოლონიაა, უკვე ოთხი თვეა მასშტაბურმა პროტესტმა მოიცვა. არეულობის დაწყების მიზეზი ექსტრადიციის შესახებ კანონი იყო, რომელიც მთავრობამ უკან გაიწვია. თუმცა, საპროტესტო აქციები მაინც არ წყდება. დემონსტრანტების მოთხოვნები უფრო გაფართოვდა, ახლა ისინი პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიებასაც ითხოვენ.
ჰონგ-კონგი ჩინეთის ნაწილია, თუმცა, განსაკუთრებული ავტონომიით სარგებლობს.