ჰონგ-კონგის ლიდერი კერი ლამი იძულებული გახდა პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლა შეეწყვიტა. ამის მიზეზი ოპოზიციონერი კანონმდებლების პროტესტი გახდა. მათ კერი ლამის სიტყვით გამოსვლისას ყვირილი და სკანდირება დაიწყეს. შეძახილებით ოპოზიციონერებმა მთავრობის ხელმძღვანელს ორჯერ შეაწყვეტინეს გამოსვლა.
შეგახსენებთ, ჰონგ-კონგის საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა რამდენიმეთვიანი მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ პირველად განაახლა. მოსახლეობის პროტესტი ექსტრადირების შესახებ კანონმა გამოიწვია, რომელიც კონტინენტური ჩინეთის ტერიტორიაზე ჰონგ-კონგიდან ადამიანების ექსტრადირების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, საპროტესტო გამოსვლების გამო, ჰონგ-კონგის მთავრობამ გადაწყვიტა კანონპროექტი უკან გაეწვია.