ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. ამსი შესახებ ინფორმაციას ‘როიტერსი“ ავრცელებს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული აეროპორტი საპროტესტო აქციების გამო რამდენიმე დღის განმავლობაში პარალიზებული იყო, რის გამოც ასობით ავიარეის გაუქმდა.
ამასთანავე, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ მათ მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ-კონგიდან ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე პატიმართა ექსტრადირების შესახებ კანონი მიიღო. ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი 1997 წლამდე დიდი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა, რომელიც ჩინეთს იმ პირობით გადაეცა, რომ პეკინი მის შიდა საქმეებში არ ჩაერეოდა.