ჰონგ-კონგში, პოლიციამ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბარიკადები გაარღვია და ტერიტორია შტურმით აიღო. სამართალდამცველებმა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შესასვლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. შენობა პოლიციის ალყაშია.
მსოფლიო მედიის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ასობით სტუდენტი იმყოფება. შტურმი დაახლოებით ერთი დღე-ღამე გრძელდებოდა. სტუდენტებმა პოლიციის შტურმის მოგერიება სცადეს, რა დროსაც ერთ-ერთი სამართალდამცველი დაშვდა.
შეგახსენებთ, მასშტაბური აქციები ჰონგ-კონგში რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ რაც ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტი წარადგინეს, აქციების გასანეიტრალებლად, მთავრობამ კანონპროექტი უკან გაიწვია, თუმცა დემონსტრაციები, ჰონგ-კონგის ლიდერის გადადგომის მოთხოვნით, კვლავ გრძელდება.