13:26
8 აპრილი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Hotsale.ge, Readersland.ge, Allwine.ge, Ebg.ge და Aptiaqi.ge კომპანიებს ონლაინ გაყიდვისთვის საკუთარი ელექტრონული კომერციის ვებ-გვერდებს სთავაზობენ
20-03-2020

მაშინ როცა მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში საქართველო ზომებს ამკაცრებს და სავაჭრო ობიექტების უმეტესობა დაიხურა, ქართულ ბაზარზე ელექტრონული კომერციის სფეროში ყველაზე აქტიურად მოხმარებადი ვებგვერდები, როგორებიცაა  Readersland.ge,  Aptiaqi.ge,   Ebg.ge,  Hotsale.ge და Allwine.ge  საქართველოში მოქმედ  ყველა კომპანიას სთავაზობენ  გამოიყენონ მათი პლატფორმები ონლაინ გაყიდვებისთვის.  ,,პალიტრა მედია ჰოლდინგში“ შემავალი ელექტრონული კომერციის პლატფორმები სრულად აცნობიერებენ სოციალურ პასუხისმგებლობას და კარგად ესმით იმ გამოწვევების სიმძაფრე, რომლის წინაშეც შესაძლოა საქართველოს ეკონომიკა დადგეს, კორონავირუსის პანდემიის გამო. შესაბამისად, აღნიშნულმა ვებ-გვერდებმა  გადაწყვიტეს, დისტანციურად დასაქმებულთა და ბიზნესის ხელშესაწყობად, მათი ონლაინ პლატფორმები შესთავაზონ ყველა პროფილის კომპანიას სხვადასხვა პროდუქციის განთავსებისა და რეალიზებისთვის.   
პალიტრა მედია ჰოლდინგის ახალ ინიციატივაში ჩართვა ნებისმიერი კომპანიისთვის არის შესაძლებელი.  ამასთან, კომპანიებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ უკვე გამართული მზა სისტემებით და მომხმარებელს გაუმარტივონ წვდომა საკუთარ პროდუქციაზე.
აღსანიშნავია, რომ  ამ ეტაპისთვის, 10-ზე მეტ კომპანიასთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს და დაწყებულია ტექნიკური სამუშაოები  ვებ-გვერდებზე სვადასხვა პროდუქციის განთავსებისთვის.

AutoPlay
"ბილაინი" თბილისის ორი საავადმყოფოს მედპერსონალის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს
გამოქვეყნდა 34 წუთის წინ
გლობალური კომპანიები, რომლებმაც თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
სინგაპურის თითოეული მოქალაქე დახმარების სახით 1,1 ათას დოლარს მიიღებს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
თებერვალში ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები 36 ტონით გაზარდეს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
OPEC+-ის შეხვედრის წინ ნავთობის ფასი გაიზარდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები