სატელეკომუნიკაციო გიგანტი კომპანია Huawei ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული სანქციების გამო ნეგატიურ გავლენას განიცდის. ამის შესახებ Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 17 მაისს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ Huawei შავ სიაში შეიყვანა და ოპერატიულ სისტემა Android-ზე წვდომის შესაძლებლობა ჩამოართვა.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ Android-ის ნაცვლად საკუთარი ოპერატიული სისტემა წარმოადგინა, მას მოუწევს ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება, რათა Android-ი სრულად ჩაანაცვლოს.
აღსანიშნავია, რომ სანქციების პარალელურად კომპანიის გაყიდვები იზრდება. როგორც Financial Times-ი წერს, Huawei-ის გაყიდვები წლის განავლობაში 27%-ით გაიზარდა.