სატელეკომუნიკაციო კორპორაცია Huawei 2020 წელს ჩინეთში ტექნიკის მწარმოებლებს შორის ყველაზე კონკურენტუნარიან კომპანიად დასახელდა. ამის შესახებ ჟურნალი „ხუჟუნი“ წერს.
მის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, Huawei-ის კაპიტალიზაცია ტრილიონ 100 მილიარდ იუანს ანუ 163 მილიარდ 800 მილიონ დოლარს შეადგენს, ეს წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 100 მილიარდი იუანით ნაკლებია, რაც განპირობებულია ამერიკული სანქციებით. ის გამოცემის რეიტინგში პირველ ადგილზეა. ამ ჩამონათვალში მეორედან მეოთხე ადგილებზე გადანაწილდნენ ჩინური სმარტფონების მწარმოებლები - Xiaomi, VIVO და OPPO.
Huawei 1987 წელს დაარსებული კომპანიაა. ის სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს აწარმოებს, ასევე სამომხმარებლო მოწყობილობებს და სმარტფონებს. მისი პროდუქცია ხელმისაწვდომია მსოფლიოს 170 ქვეყანაში.