ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Huawei-მ მიუნხენში სპეციალურ ღონისძიებაზე ახალი საფლაგმანო ხაზის სმარტფონები წარმოადგინა. Mate 30-მა ბაზარზე Apple-ის iPhone 11-სა და Samsung galaxy S ხაზის სმარტფონებს უნდა გაუწიოს კონკურენცია. კომპანიის წარმომადგნლების განცხადებით, აღნიშნული სმარტფონები 5G ქსელში მონაცემთა გადაცემის და ელემენტების მუშაობის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ჯობნის Apple-სა და Samsung-ის სმარტფონებს. ამავე ღონისძიებაზე კომპანიამ აპლიკაციების მომსახურების საკუთარი სერვისის - App Gallery-ს პრეზენტაცია გამართა, რომელიც მას საშუალებას მისცემს გვერდი აუაროს Google-ის ანალოგიურ სერვისს, იმ შემთხვევაში თუ ამერიკის ხელისუფლების მხრიდან ჩინურ კომპანიაზე შეზღუდვები გაგრძელდა.