კომპანია Huawei-მ ახალი კეცვადი სმარტფონი Huawei Mate X წარადგინა. მსურველებს სმარტფონის შეძენა ჩინეთში უკვე 15 ნოემბრიდან შეეძლებათ. მისი ღირებულება 2 ათას 400 დოლარი იქნება. ტელეფონს 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 512 გიგაბაიტი ფლეშ-მეხსიერება აქვს.
ამ მომენტისთვის კომპანიის წარმომადგენლებს არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია თუ როდის გავა სმარტფონი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე.
თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომისა და Huawei-სთან არსებული კონფლიქტის გავითვალისწინებთ, ისიც არ არის ცნობილი, საერთოდ გასცდება თუ არა Huawei Mate X ჩინეთის საზღვრებს.
შეგახსენებთ, რომ კონფლიქტის გამო Huawei-ის თავის სმარტფონებში Google-ის მომსახურების გამოყენება არ შეუძლია.