ჩინური კომპანია Huawei შესაძლოა, გერმანიაში მეხუთე თაობის ქსელის შექმნის პროექტიდან გამოირიცხოს. ამის შესახებ გერმანული Die Welt-ი წერს.
გაზეთის ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ მოამზადა ახალი კანონპროექტი IT-უსაფრთხოებაზე, რომელიც შედგება ცალკეული კრიტერიუმებისგან, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს უცხოური კომპანია გერმანიაში მეხუთე ქსელის ინტერნეტ კავშირის შექმნისთვის. აღნიშნული კანონპროექტი ბუნდესთაგს უახლოეს დღეებში წარედგინება. როგორც გაზეთი წერს, ეს კრიტერიუმები იმდენად მკაცრია, რომ ჩინურ Huawei-ის არ აქვს შანსი პროექტში ჩართვის.
როგორც გამოცემა წერს, ამ მომენტისთვის კანონპროექტი საბოლოოდ შეთანხმებული არ არის და მასზე ქვეყნის საგარეო უწყებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში მსჯელობენ.