კომპანია Huawei-ს უახლესი სმარტფონი nova 6 5G, რომელიც ჩინეთის ბაზარზე უკვე ჩაეშვა, ორმაგი ფრონტალური კამერით გამოვიდა. ეს კი ნიშნავს, რომ მას ერთის ნაცვლად ორი სელფის კამერა აქვს, რაც ავტომატურად მის ხარისხზე აისახა.
კამერამ მალევე მიიქცია ყურადღება და ის DxOMark-ის რეიტინგში აღმოჩნდა. ამ ვებ-გვერდის მიხედვით, სელფის კამერების ჩამონათვალში აღნიშნულმა სმარტფონმა 100 შესაძლებლიდან 100-ვე ქულა მიიღო და პირველ ადგილზე Galaxy Note10+ ჩაანაცვლა, რომელსაც 99 ქულა აქვს.
DxOMark-ის აღწერით, კამერას აქვს დინამიური ფერთა აღქმა, რაც მას ნებისმიერ გარემოში ადაპტირებულს ხდის, ასევე სუფთაა თეთრის ბალანსი, ხოლო ფერთა გამა - ლამაზი.