Hulu-მ ახალი სერიალის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელზეც ტელეარხ BBC Three-თან ერთად მუშაობდა.
Normal People — ასე ჰქვია ახალ სატელევიზო შოუს, რომელიც ირლანდიელი მწერლის, სალი რუნის 2018 წელს გამოქვეყნებული ამავე სახელწოდების მქონე ბესტსელერის მიხედვით გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ ამ რომანმა მკითხველებთან ერთად კრიტიკოსების დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა: წიგნი მოხვდა ბუკერის პრემიის გრძელ სიაში და The Guardian-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო წიგნს შორის დაასახელა.
სწორედ ამ გახმაურებული რომანის მიხედვით გადაღებული სერიალის ტრეილერი გავრცელდა ცოტა ხნის წინ.