იაფფასიანი სპრედი კარაქის ნაცვლად საბავშვო ბაღისთვის - მეწარმეს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება - Palitra News

იაფფასიანი სპრედი კარაქის ნაცვლად საბავშვო ბაღისთვის - მეწარმეს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

2018-09-27 11:09:27+04:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.