გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, 2019 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა. ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული ყუარადღება, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაზე გაამახვილა, რომლის ფარგლებშიც სესხები 1%-დან 3%-მდე გაიცემა. ხშირ შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი ნულის ტოლია. მინისტრის თქმით, უწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო იაფი ფულადი რესურსები აგრარული დარგისთვის და ეს დაპირება სამინისტრომ პირნათლად შეასრულა. კერძოდ, დავითაშვილის განცხადებით, 2013 წლიდან არსებობს შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჯამში, 2 მილიარდ ლარზე მეტი დაფინანსება გაიცა.