ტელეკომპანია "პალიტრანიუსის' გადაცემა "ნიუსრუმში" "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ის ითხოვს ახალ არჩევნებს არა იმის გამო, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, არამედ იმ არგუმენტით, რომ პოლიტიკურ სპექტრში ვითარების რადიკალურმა ცვლილებამ ამომრჩეველი მოტყებული დატოვა. როგორც მან განმარტა, დღეს პარტიათა უმეტესობაში აღარ არიან დარჩენილი ლიდერები, რომლებსაც მოსახლეობამ მხარი დაუჭირა, მათ შორის არც „ქართულ ოცნებაში“. ამიტომ, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ამომრჩეველს აქვს სრულიად ლეგიტიმური უფლება, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოითხოვს.