გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ნებიერიძემ. მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ დანაშაულში უდანაშაულოა და ის დანაშაულის შეუტყობინებლობაში უნდა სცნონ დამნაშავედ. დაცვის მხარე სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.