ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს და დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერებს შეხვდა. იან კელიმ განაცხადა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო და მასზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებები. იან კელის თქმით, აშშ-ის ძირითადი პრიორიტეტია მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებებს, ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე.