იანვარ-აპრილში არასაბანკო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 3.22%-ით, ხოლო სასესხო პორტფელის - თითქმის 5%-ით შემცირდა. აარასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ საბანკო სექტორის მიმოხილვის თანახმად, დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირება უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა განაპირობა. ორგანიზაციის მონაცემებით,1 მაისის მდგომარეობით, უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე დარიცხული პროცენტი ისტორიული მინიმუმის 7.3%-ის ტოლია, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საშუალო შეწონილი პროცენტი კი მცირე, თუმცა მაინც ზრდის ტრენდით ხასიათდება.