ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში არსებულმა 15-მა კომერციულმა ბანკმა ჯამურად 677 მილიონი ლარი იაზარალა. ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, ბანკების მიერ მილიარ ორასი ლარის შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვება გახდა, უფრო კონრეტულად მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, კომერციულმა ბანკებმა "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ბუფერში ჯამურად მილიარდ ორასი მილიონი ლარი დაარეზერვეს, რაც სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აპრილში კომერციული ბანკების ჯამური შემოსავალი დაახლოებით 352 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან, დაახლოებით 304 მილიონი ლარი საპროცენტო შემოსავლებზე მოდის.