2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ 463 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.8 პროცენტით ნაკლები, აქედან ექსპორტი დაახლოებით 1 მილიარდს ხოლო იმპორტი 2 მილიარდ 462 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-აპრილში, მილიარდ 460 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტია.
ასვე თვალშისაცმია ის ფაქტიც, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი ეკონომიკური შეზღუდვების ფონზე 2020 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 27.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი რეკორდულად 38.5 პროცენტით შემცირდა.