მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველომ უცხოური ტურიზმიდან 1,09 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, აქედან წლის მეორე კვარტალში ტურიზმის შემოსავლებმა 657.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 28 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით. წლის პირველ კვარტალში კი ტურიზმიდან საქართველომ 434,6 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2017 წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 43 პროცენტით გაიზარდა.
ტურიზმის ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, იანვარ-ივლისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა და 3 მილიონ 978 ათას 657 შეადგინა. აქედან ტურისტების რიცხვმა მილიონ 829 ათას 331-ს მიაღწია.