ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში პირველად ისტორიულ 8 მილიონს გადააჭარბა და 8 მილიონ 20 ათას 230 შეადგინა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ით მეტია.
საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6 მილიონ 647 ათას 866, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ - 4 მილიონ 429 ათას 601 შეადგინა.
მიმდინარე წლის 10 თვეში რუსეთიდან ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობამ მილიონ 324 ათას 226 შეადგინა, რაც 6%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. მათ შორის, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 984 ათას 533 შეადგინა, ანუ 1.9%-ით მეტი 2018 წელთან შედარებით.
წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 2 მილიარდ 800 მილიონ დოლარს, რაც 25 მილიონით ანუ 0,9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.