2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 მილიარდ 567 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.1%-ით მეტია. "საქსტატის" მონაცემებით, ამავე პერიოდში 28,3 პროცენტი გაიზარდა ექსპორტი და მილიარდ 940 მილიონ 300 ათას დოლარი შეადგინა. 7,4 პროცენტით გაიზარდა იმპორტი, რომელმაც 5 მილიარდ 627 მილიონ 200 ათასი დოლარი შეადგინა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.7% შეადგინა.