2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ 853 მილიონ 800 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6 პროცენტით მეტია.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 526 მილიონ 300 ათას დოლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.5 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი 6.7 პროცენტით გაიზარდა და მილიარდ 327 მილიონ 500 ათას დოლარს შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-თებერვალში, 801 მილიონ 300 ათასი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2 პროცენტია.